ზიზუს პრიორიტეტი

რა ბედი ელის კურტუას?

რეალში დაბრუნებული ზინედინ ზიდანისთვის სადებიუტო მატჩი სელტასთან წარმატებული გამოდგა. სამეფო გუნდმა ვიგოელები 2:0 დაამარცხეს, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ზიზუ პერესის წინადადებას უბრალოდ არ დათანხმდებოდა. ეს სეზონი რეალისთვის უკვე დაკარგულია, მომავალი კი ზიდანს ალბათ სხვაგვარად წარმოუდგენია, რაც უპირველესად სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გულისხმობს.

 

მოკლედ, პოპულარული ბრიტანული გამოცემა Mirror-ი გვარწმუნებს, რომ ზიდანის მთავარი პრიორიტეტი ამ ზაფხულს დავიდ დე ხეას გადაბირება იქნება. ფლორენტინო პერესიც უკან დახევას არ აპირებს. ინგლისური მედიის თქმით მან ზიზუ დაარწმუნა, რომ ფინანსებს არ დაიშურებს, ფრანგ მწვრთნელს კი რეალის კარში სწორედ მანჩესტერის კიპერი სურსო.

 

ნიშანდობლივია, რომ რეალმა წინა ზაფხულს ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა შეიძინა და გვეეჭვება ზიდანს დე ხეა სათადარიგოთა სკამისთვის უნდოდეს.