სალაჰისთვის 150 მილიონი გამოყვეს

მორიგი მეგატრანსფერის მოლოდინში 

მადრიდის რეალი უკვე კარგა ხანია, რაც ედენ აზარის შეძენას აპირებს. გუნდის მესვეურები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რათა ბელგიელი გაიფორმონ, თუმცა მეათე ნომერი კვლავ ჩელსის ფეხბურთელია.

 

Don Ballon-ში დაიწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აზარი რეალში არ გადავა, მადრიდელები მოჰამედ სალაჰის შეძენას შეეცდებიან. სამეფო გუნდის მესვეურები მზად არიან ფეხბურთელში 150 მილიონი ევრო გადაიხადონ.

 

ზინედინ ზიდანი ბლანკოსში დაბრუნდა და რა გასაკვირია, რომ სატრანსფერო გეგმები აქვს. გარდა სალაჰისა მადრიდელებს დავიდ დე ხეაზეც აქვთ თვალი დადგმული. მეტიც, ესპანელი კიპერი მათთვის მთავარი სატრანსფერო ობიექტია.

 

რაც შეეხება სალაჰს, ლივერპულს იგი 2017 წლის ზაფხულში რომადან შეუერთდა. მან მერსისაიდელთა რიგებში პირველივე სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, თუმცა სათქმელია, რომ ამ სეზონში მოუკლო. აგვისტოდან მოყოლებული მეთერთმეტე ნომერმა 41 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.