პაველ ნედვედი: აიაქსთან მატჩს სულმოუთქმელად ველით

სიმართლე გითხრათ არც გახარებული ვარ და არც გულდაწყვეტილი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს იუვენტუსი და აიაქსი დაუპირისპირდებიან. ამ თემაზე გუნდის ლეგენდამ და ამავდროულად სპორტულმა დირექტორმა პაველ ნედვედმა ისაუბრა.

 

„სიმართლე გითხრათ არც გახარებული ვარ და არც გულდაწყვეტილი. აიაქსმა რეალთან შესანიშნავად ითამაშა და 1/4 ფინალში დამსახურებულად გავიდა. მე ვნახე მათი თამაში ბერნაბეუზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. ამსტერდამელებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ წინ ორი მშვენიერი მატჩი გველის. აიაქსთან თამაშს სულმოუთქმელად ველი.“-განაცხადა ნედვედმა.

 

ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 10 აპრილს ამსტერდამში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 16 რიცხვში ალიანს სტედიუმი უმასპინძლებს.