ხორვატია ბოლოა

ხორვატიის ნაკრები ჩოგბურთშიც მოწინავეთა შორისაა

მარინ ჩილიჩმა ხორვატიის ნაკრებს დევისის თასი მოაგებინა. ქალაქ ლილში მიმდინარე ფინალურ დაპირისპირებაში, ხორვატები ფრანგებს დაუპირისპირდნენ და შინაურ კედლებში გამარჯვებაც აწაპნეს.

 

ფინალში, მეხუთე და გადამწყვეტი მატჩის გამართვა საჭირო აღარ გახდა. ჩილიჩმა, ლუკას პუილეს სამ სეტში - 7:6, 6:3, 6:3 მოუგო და საერთო ანგარიშიც 3:1 გახადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საფრანგეთის ნაკრები, ხორვატებს ვეღარ დაეწეოდნენ.

ხორვატიის ნაკრებმა, დევისის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო, ხოლო ფრანგებს ამ ტიტულს 10-ჯერ ფლობდნენ. ბოლოს მათ შარშან იჩემპიონეს, თუმცა ამჯერად, მეცხრე ფინალი წააგეს.

 

შეგახსენებთ, დევისის თასი 2019 წლიდან სხვა ფორმატით გაიმართება. ამრიგად, ხორვატები შეიქნენ ბოლოები,  რომლებმაც აღნიშნული ტურნირი ძველებური სახით მოიგეს.