ძალამიძე აზერბაიჯანში მიდის

ნიკა ძალამიძე, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ერთ–ერთ გუნდში გააგრძელებს კარიერას. 

27 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლოს რუსეთის პირველდივიზიონელ კალინინგრადის ბალტიკაში თამაშობდა, გასული წლის ბოლოს კი უკლუბოდ დარჩა.  

 

ძალამიძემ კარიერა ზუგდიდის ბაიაში დაიწყო, მერე იყო პოლონურ ვიძევსა და იაგელონიაში, გადავიდა თურქულ რიზესფორში, შემდეგ დაბრუნდა პოლონეთში და ლეჩნას გურნიკში ითამაშა. ასევე გახლდათ რუმინულ ბუქარესტის იუვენტუსში და კიდევ ცოტა ხანს, თბილისის დინამოში.

 

ნიკამ საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა, ეროვნულ გუნდშიც 7 მატჩი ჩაატარა.