ლეივერი: ერთხელ ფედერერმა მითხრა, რომ...

ლეგენდა ლეგენდაზე საუბრობს

ლეგენდარული ლოდ ლეივერი, კიდევ ერთ ლეგენდაზე როჯერ ფედერერზე საუბრობს და ამბობს, რომ მასთან ახლოსაც ვერ მივა. ტიტულებით თუ ვიმსჯელებთ მართლაც ასეა. ლეივერს დიდი სლემის ტურნირი მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული, როჯერს კი 20-ჯერ.

 

„ვინ მიმაჩნია ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესოდ? რა თქმა უნდა საკუთარი თავი არა. მე კარიერა მოყვარულებთან თამაშით დავიწყე, ახლა კი კონკურენცია ისეთია არასოდეს რომ გვინახავს. ფედერერის მეასე ტიტული დუბაიში უდავოდ გამოსარჩევი გახლდათ. როჯერს მაშინვე მივწერე, რომ ჩემ დროინდელ და ახლანდელ ტიტულებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. ფედერერის მიერ ნაჩვენები შედეგები,  რეკორდები და თამაშის სტილი უნიკალურია.

 

მე 38 წლამდე ვთამაშობდი. მახსოვს ერთხელ ფედერერმა მითხრა, რომ 40 წლამდე სურს კორტზე ყოფნა და ეს ყველას გვახარებს“ - აღნიშნავს ლოდ რეივერი.