გოგა ბითაძე აღიარეს

ქართველი ცენტრი იგივე პრიზს ევროლიგაშიც უმიზნებს

19 წლის გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის (ABA) საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს. ქართველმა ცენტრმა, რომელმაც სეზონი სერბულ მეგა ბიმაქსში დაიწყო და შემდეგ მონტენეგრულ ბუდუჩნოსტში გააგრძელა სლოვენიური ოლიმპიას მოთამაშეს ლუკა შამანიჩს და სერბეთის ცრვენა ზვეზდას წევრს ბორიშა სიმანიჩს გადაასწრო.

 

გამოკითხვაში ადრიატიკის ლიგაში მოთამაშე გუნდების მწვრთნელები, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. გოგა ბითაძემ საერთო ხმების 42% მიიღო და მან კონკურენტები საგრძნობი უპირატესობით ჩამოიშორა.

 

ბითაძის სეზონის ჰაილაითები

 

ნიშანდობლივია, რომ ბითაძე იგივე პრიზს ევროლიგაშიც უმიზნებს. 

 

შარშან ადრიატიკის ლიგის საუკეთესო მოთამაშე ძანან მუსა გახდა, რომელიც შემდეგ ბრუკლინ ნეთში გადავიდა.