'მესი მანჩესტერთან ჩაისვრის' - ტომას რონსერო

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბარსელონა მანჩესტერს დაუპირისპირდება. აღნიშნული დუელი დიდ ინტერესს იწვევს, არამარტო ამ გუნდების ფანებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფეხბურთს უყურებს.

 

 

AS-ის ჟურნალისტი ტომას რონერსო აცხადებს, რომ მესი მანჩესტერელებთან "გაუჩინარდება" და "დაიმალება" როგორც მას ყველა დიდ თამაშში სჩვევია და გუნდს ბევრით ვერაფრით დაეხმარება -  "მესი მანჩესტერთან ჩაისვრის" - აცხადებს მადრიდელი ჟურნალისტი. აღნიშნულ საკითხზე ბევრი კამათი იყო. ესპანურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრეს, თუმცა კამათი კამათად დარჩა და ორმა საფეხბურთო გიგანტმა მორიგი შოუები შემოგვთავაზეს. ჯერ იყო და კრიშტიანუ რონალდუმ ატლეტიკოსთან 0:2 წაგების მერე როხიბლანკოს 3 გოლი გაუტანა და იუვენტუსი 1/4 ფინალში გაიყვანა, შემდეგ მესიმ ბეტისის კარი სამჯერ აიღო. ბოლო გოლი ისეთი იყო, ფეხბურთის ყველა მოყვარულს, რომ ძალიან მოეწონებოდა.

 

განვმეორდებით და ვიტყვით, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი ტომას რონენსო, რომელიც მადრიდის რეალის გულშემატკივარია, თვლის რომ მესი ლიგაზე ბევრს ვერაფერს გააკეთებს და მანჩესტერთან ძალიან გაუჭირდება.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ რონერსოს ამის თქმის საფუძველს ბოლო წლებში ბარსელონას მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგები აძლევს. 1/4 ფინალურ ეტაპს გუნდი ბოლოს 3 წლის წინ გასცდა. რაც შეეხება წინა სეზონს, ბარსელონამ პლეიოფში რომა 4:1 დაამარცხა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში 0:3 წააგო და საუკეთესო 4 გუნდს შორის კვლავ ვერ მოხვდა.