მესი ინგლისური გუნდების წინააღმდეგ (ვიდეო)

ლეო მესის ყველა გოლი ბრიტანული კლუბების წინააღმდეგ (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩები მოახლოვდა და დაძაბულობაც გაიზარდა. ამ ეტაპზე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით ყველა დუელი ძალიან საინტერესოა ხოლმე. წელს განსაკუთრებულ ინტერესს მანჩესტერისა და ბარსელონას დაპირისპირება იწვევს.

 

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლეო მესისთვის ინგლისური კლუბების წინააღმდეგ თამაში საკმაოდ სასიამოვნოა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბრიტანული გუნდების წინააღმდეგ 30 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ლეომ ყველაზე მეტი გოლი არსენალს გაუტანა. მან მეთოფეთა კარი 9-ჯერ აიღო. 2-2 გოლი გაუტანა მანჩესტერ იუნაიტედსა და ტოტენჰემს, 3-ჯერ შეძლო ჩელსის კარის დალაშქვრა, მხოლოდ ერთხელ შეძლო სიტის კარის აღება, ხოლო ლივერპულის მცველებისა და მეკარის ბარიერი ჯერ ვერ დაძლია.

 

ამ ვიდეოში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გოლს გთავაზობთ. მართალია რამდენიმე დღის წინ მადრიდის რეალის გულშემატკივარმა და ამავდროულად ჟურნალისტმა ტომას რონერსომ განაცხადა, რომ მესი მანჩესტერთან ჩაისვრის, თუმცა ამ ვიდეო სულ სხვა ვარაუდოს საფუძველს გვაძლევს. ვნახოთ, ყველაფერს 10 და 16 აპრილს გასამართი მატჩები გვიჩვენებს.