რაშფორდი ტრავმირებულია

ინგლისელი ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება

 

მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა თავდამსმხელი მარკუს რაშფორდი ინგლისის ნაკრებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. 

 

ინგლისური მედიის ინფორმაციით, წითელი ეშმაკების ახალგაზრდა ლიდერი ეროვნულ გუნდს ჩეხეთის ნაკრების წინაააღმდეგ ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. 21 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ჯერ კიდევ თებერვალში, პრემიერლიგის 27-ე ტურში მიიღო, მას მერე კი ტკივილის ქვეშ თამაშობდა. ნაკრებში დაბრუნების შემდეგ, რაშფორდს ტრავმა გაუმიზეზდა და მან სამი ლომის ვარჯიშიც გამოტოვა, გარეთ საუთგეიტის სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ რაშფორდმა 22 მარტს ჩასატარებელ შეხვედრაში დაისვენოს. 

 

ინგლისის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში ჩეხეთის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად იმყოფება.