ზარანდია და მესის რჩეული სერბი

2014 წლის ივნისი იყო, ბელგიის გენკმა თითქმის ერთ დღეს შეიძინა ორი ფეხბურთელი აღმოსავლეთ ევროპიდან. 18 წლის ლუკა ზარანდია თბილისის ლოკომოტივიდან და 19 წლის სერგეი მილინკოვიჩ–სავიჩი სერბული ვოივოდინადან.

გენკმა მათი ტრანსფერები ერთ დღეს გამოაცხადა და ფოტოებიც ერთად დაურთო. აი, ერთ–ერთი... ამ ორ ფეხბურთელზე ინფორმაციას ხშირად ერთ სტატიაში ათავსებდნენ, ერთად ახსენებდნენ.

 

ერთ წელიწადში, 2015–ის ზაფხულში, გენკმა სერბი ლაციოში გაყიდა და ამ სამი წლის განმავლობაში რომაული კლუბი მის გარეშე ცოტა წარმოუდგენელია: მილინკოვიჩ–სავიჩი ნახევარდაცვის სული და გულია.  ის არაერთ გრანდს სურს, თანაც, ისე იოლად ახსენებენ 80 და 90 მილიონ ევროს, თითქოს არაფერი...   

 

აი, დღევანდელი ინფორმაცია: ლეო მესის სურს, რომ მილინკოვიჩ–სავიჩი ბარსელონაში იხილოს. ეს Don Balon–ის ინფორმაციაა. ხოლო მესის სიტყვა რას ნიშნავს, მგონი, ყველა ხვდება.