ატლეტიკოში ფალკაო გაიხსენეს

კოლუმბიელ ფორვარდს ყოფილი გუნდი ეპატიჟება. 

მადრიდის ატლეტიკო რადამელ ფალკაოს დაბრუნებას შეეცდება. ცნობილია, რომ ესპანელები ამას 2019 წლის ზაფხულში აპირებენ. ამ თემაზე Don Ballon-ში ვკითხულობთ.

 

შეგახსენებთ, რომ ფალკაო ატლეტიკოში 2010-13 წლებშიც თამაშობდა. 3 წლის განმავლობაში იგი გუნდის ლიდერი გახლდათ და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მიიჩნეოდა. მეტიც, რადამელმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მადრიდულმა გუნდმა 2012 წელს ევროპის ლიგა მოიგო.

 

აქვე გეტყვით, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავის გადაბირება ინტერსაც სურს ცნობილია, რომ მონაკოს მესვეურებს ფინანსური თვალსაზრისით ატლეტიკოს შეთავაზება უფრო აწყობთ. ამ სეზონში ფალკაომ 31 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.