ალვეში მინიმუმ ერთი წლით

ბრაზილიელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

დანი ალვეში პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ბრაზილიელი პარიზელებთან ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. გეტყვით იმასაც, რომ სამხრეთ ამერიკელი კლუბში ამ სეზონის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა როგორც ჩანს პარიზელთა ღირსებას შემდეგ სეზონშიც დაიცავს.

 

გარდა ამისა იმ შემთხვევაში თუ ლიგა 1-ის ჩემპიონები მისით კმაყოფილები იქნებიან, ისინი მარჯვენა ფლანგელს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ ურთიერთობის გაგრძელებას. თავიდან ცნობილი იყო, რომ გამოცდილი ფეხბურთელი მანჩესტერთან განცდილი მარცხის შემდეგ იმედგაცრუებული იყო, თუმცა როგორც ჩანს საფრანგეთის დატოვებას არ აპირებს.

 

ალვეში პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში იუვენტუსიდან გადავიდა. იგი მალე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და როგორც ჩანს პსჟ-ს მესვეურების სიმპატიებიც მალევე მოიპოვა. მიმდინარე სეზონში დანიმ 21 მატჩი ჩაატარა.