საფრანგეთი ოქროში ჩასვეს

საფრანგეთს ბეჭდები ჩამოურიგეს


საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა როგორც იქნა ის საჩუქარიც მიიღეს, რომლებიც მათ რუსეთში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობის აღსანიშნავად პოლ პოგბამ და ანტუან გრიზმანმა ლოს ანჯელესში შეუკვეთეს. 

 

 

თანაგუნდელებს საჩემპიონო ბეჭდები თავად პოგბამ და გრიზმანმა ჩამოურიგეს. ეს წუხელ, საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მოხდა, სადაც გუნდი დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით მოლდოვასთან შესარჩევი მატჩისთვის მოსამზადებლად შეიკრიბა. 

 

 

ბლეზ მატიუდიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „დაუვიწყარი საჩუქარი დაუვიწყარი გამარჯვების აღსანიშნავად. მადლობა“. ბეჭედი ძვირფასი ქვებით არის მოჭედილი, შუაში კი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ემბლემა ოქროთია გამოყვანილი.

 

 

ღირებულებაზე არაფერი თქმულა, თუმც შერულებული სამუშაოთი და ბრჭყინვალებით თუ ვიმსჯელებთ, ათი და ოცი ათასი არ დაჯდებოდა.