„როგორ გაზრდილხარ, ვამაყობ შენით“

დაზაფრული ხარ, რადგან შესაძლოა ეს შენი ბოლო საუბარი აღმოჩნდეს

ეს ის შემთხვევაა, როდესაც რთულია  მოზღვავებული ემოციები შეაკავო. ეს მხოლოდ სპორტი არ არის, ეს მონატრებაა. სავალდებულო სამსახურის გამო ოჯახს მოწყვეტილი მამის და შვილის მონატრება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მამა შვილს, ოჯახს სხვადასხვა ცხელი წერტილებიდან თვეში ორჯერ ტელეფონით ესაუბრება, თუმცა მაინც დაზაფრულები არიან, რადგან შესაძლოა ეს მათი ბოლო საუბარი აღმოჩნდეს.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სერჟანტი რობ სესტერნინო 10 თვის მანძილზე ქუვეითში, იორდანიასა და სირიაში მსახურობდა. მან გადაწყვიტა 9 წლის ვაჟისთვის სიურპრიზი მოეწყო. ლუკა ტაეკვონდოში ვარჯიშობს. ერთ დღესაც მას მწვრთნელებმა უთხრეს, რომ  3 ინსტრუქტორთან ერთად თვალებახვეულს უნდა ევარჯიშა და მათთვის დარტყმები ასე მიეყენებინა. ერთ-ერთი მათგანი კი მამამისი გამოდგა...