დიბალა ლივერპულსაც დაუკავშირეს

მერსისაიდელები მზად არიან დიბალასთვის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დათმოს

პაულო დიბალას ლივერპული ეპატიჟება. ცნობილია, რომ მერსისაიდელები მის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდებიან. ამის შესახებ Tuttomercato-დან ვიგებთ.

 

ცნობილია, რომ მას შემდეგ რაც იუვენტუსში კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა, დიბალა უკმაყოფილოა მისი როლით. გარდა ამისა არგენტინელს უწინდელივით დიდი სათამაშო დროც აღარ ეძლევა. მერსისაიდელები სწორედ ამით სარგებლობას აპირებენ.

 

აქვე გეტყვით, რომ თუ იუვენტუსი ბრიტანელთა წინადადებას არ დათანხმდება, კლოპის გუნდი ბიანკონერის მესვეურებს დიბალასა და სალაჰის გაცვლა შესთავაზონ.

 

25 წლის ფეხბურთელი იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულში პალერომდან გადავიდა. დღეს იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ცნობისთვის, ლივერპულის გარდა პაულოს გადაბირება პსჟ-ს, მადრიდის რეალსა და მანჩესტერ იუნიატედსაც სურთ.

 

აქვე გეტყვით, რომ სამხრეთ ამერიკელმა ამ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.