კანტე სერია ა-ში?

ფრანგ საყრდენს იტალიური გრანდი ეპატიჟება. 

ნგოლო კანტე შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს. საქმე იმაშია, რომ მისით ტურინის იუვენტუსი ინტერესდება. ამის შესახებ CalcioNews-ი იუწყება.

 

დიდი ალბათობით მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა გუნდს დატოვებენ. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ იტალიელებს ნახევარმცველის შეძენა უნდათ. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა თანხის გადახდას აპირებენ ბიანკონერის მესვეურები ბრიტანული გრანდისთვის.

 

აქვე გეტყვით, რომ კანტეს დამატება იუვენტუსის გარდა პსჟ-სა და მადრიდის რეალსაც სურთ. რაც შეეხება ჩელსის პოზიციას,  ცნობილია, რომ მსოფლიო ჩემპიონს ისინი 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობენ.

 

ნგოლო არისტოკრატებში 2016 წლის ზაფხულში ლესტერიდან გადავიდა. დღეს იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და რა გასაკვირია, რომ მისი დამატება არაერთ გრანდს სურს.