ვარანზე მოთხოვნა გაიზარდა

ფრანგ მცველს საქმე ასარჩევად აქვს

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ რაფაელ ვარანს რეალის დატოვება სურს. როგორც ფრანგმა განაცხადა მას ლა ლიგიდან წასვლა და ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა უნდა.

 

აქედან გამომდინარე ვარანისადმი ინტერესი გაიზარდა. როგორც Corriere dello Sport-ში ვკითხულობთ, მისი გადაბირება იუვენტუსს უნდა. აღნიშნული გამოცემა გვამცნობს, რომ იტალიელებს დაცვის სერიოზულად გაძლიერება აქვთ გადაწყვეტილი და მზად არიან მსოფლიო ჩემპიონში სოლიდური თანხა გადაიხადონ.

 

ვარანის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 500 მილიონი ევროა ჩაწერილი, თუმცა მოლაპარაკებების შემთხვევაში იგი გაცილებით ნაკლებ თანხად შეუერთდება სხვა გუნდს. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მცველისადმი ინტერესს მანჩესტერ იუნიატედიც იჩენს.

 

ვარანი რეალში 2011 წლის ზაფხულიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში მან 35 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.