მოურინიომ ფორვარდი პრემიერლიგიდან აარჩია

მოურინომ ამჯერად თავდამსხმელს დაადგა თვალი

ბრიტანული პრესის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას ვესტ ჰემიდან მარკო არნაუტოვიჩის დამატება სურს.The Mirror-ში ვკითხულობთ, რომ ტრანსფერის ინიციატორი ჟოზე მოურინიოა.

 

თავის მხრივ ჩაქუჩების დატოვების წინააღმდეგი არც თავად ავსტრიელია. ცნობილია, რომ ფეხბურთელს ისეთ გუნდში თამაში სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოდის. ცნობისთვის, წითელი ეშმაკები მასში 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

 

არნაუტოვიჩი ლონდონურ გუნდს შარშან ზაფხულში, სტოკ სიტიდან შეუერთდა. ამ სეზონში ფორვარდმა 12 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. აქვე გეტყვით, რომ არნაუტოვიჩის გარდა მანჩესტერელებს კალიდო კულიბალის, ალექს სანდროსა და პაულო დიბალას შეძენაც სურთ.

 

ამ მომენტისთვის მოურინიოს გუნდი პრემიერლიგაში 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 4 ტურის შემდეგ მანკუნიელები 7 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ.