ზიდანი: ბარში არ დავდიოდი და მხოლოდ წყალს ვსვამდი

ზინედინ ზიდანის საფეხბურთო კარიერაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ზიზუმ თითქმის ყველა ტიტული მოიგო რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა, მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ბევრისთვის იგი კუმირია.

 

თუმცა ცხადია, მან ეს გზა დიდი სირთულეებით გაიარა. ამ თემაზე რეალის დამრიგებელმა UTRO-სთან ისაუბრა და კარიერის საწყისი წლები გაიხსენა.

 

„კარიერის დასასწყისში ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. ჩემი ერთადერთი სურვილი ფეხბურთის თამაში იყო. ამასთან დაკავშირებით სკოლაში პრობლემები მქონდა. გარდა ამისა მშობლებმა მითხრეს, რომ ფეხბურთისთვის თავი უნდა დამენებებინა.

 

ვიცოდი, რომ იდეალური დამოკიდებულება არ მქონდა. ერთ დღეს მშობლებმა მითხრეს რომ კარგად იცოდნენ ჩემი ფეხბურთისადმი დამოკიდებულების შესახებ. ისიც იცოდნენ თუ რისი კეთება მინდოდა.

 

 

 დედა და მამა დამპირდნენ, რომ ყველანაირად დამეხმარებოდნენ, რათა მიმეღო ის რაც მსურდა. კაენში ჩავედი და მზად ვიყავი მიზნის მისაღწევად ყველაფერი გამეკეთებინა. 

სწორედ გუნდში მისვლის დღეს მიზნად დავისახე, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

 

ამის შემდეგ მთლიანად შევცვალე ჩემი ცხოვრების წესი. დროულად ვიძინებდი და ვიღვიძებდი, არ დავდიოდი ბარებში და მხოლოდ წყალს ვსვამდი.

 


 

ჩემი მშობლები ჩემით ამაყობდნენ და ეს ძალიან მახარებდა. ბედნიერი ვიყავი, რადგან იმას ვაკეთებდი რაც მინდოდა.

 

საკუთარ თავში რაღაცეების შეცვლა და შემდეგ ფეხბურთის თამაში დღეს არავის მოსწონს. თანამედროვე ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის საქმისადმი მიდგომა.“-განაცხადა ზიდანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ახლა რეალის თავკაცია. თავდაპირველად იგი ბლანკოსს 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე თავკაცობდა და გუნდს ყველაფერი მოაგებინა. დაახლოებით 2 კვირის წინ იგი ესპანურ გრანდს დაუბრუნდა.