ზიდანს მადა გაეზარდა

ზიზუმ ლივერპულის ლიდერს დაადგა თვალი. 

ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა და სატრანსფერო მიზნები დაისახა. ფრანგმა რამდენიმე ვარსკვლავი მოინიშნა, რომლის გადაბირებასაც ზაფხულში შეეცდება.

 

Marca-ს ინფორმაციით, ზიზუს ახალი სამიზნე ლივერპულის ნახევარმცველი სადიო მანეა. არახალია, რომ ბლანკოსის მესვეურებს შეტევის გაძლიერება უნდათ და ტრანსფერის სურვილიც აქედანაა გამოწვეული. მანე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გასაკვირი სულაც არაა, რომ მისით რეალი ინტერესდება.

 

სენეგალელი შემტევი ლივერპულში 2016 წლის ზაფხულში საუთჰემპტონიდან გადავიდა. იგი დღეს მერსისაიდელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს. მიმდინარე სეზონში სადიომ 38 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება რეალს, ესპანელებს მანეს გარდა აზარზე, დე ხეაზე, სალაჰზე და ნგოლო კანტეზეც აქვთ თვალი დადგმული.