მანჩესტერი მაგუაიერს არ ეშვება

მანჩესტერელები მიზნის მისაღწევად დიდი თანხის გადახდასაც არ ერიდებიან 

რამდენჯერმე დაიწერა, რომ მანჩესტერის მთავარი მიზანი ზაფხულში დაცვის გაძლიერებაა. წითელ ეშმაკებს უკანა ხაზში საკმაოდ უჭირთ და რამდენიმე მცველს დაადგეს თვალი. სათქმელია, რომ ტრანსფერის ინიციატორი ოლე გუნარ სულშერია.

 

ერთ-ერთი  მათგანი ჰარი მაგუაიერი გახლავთ. ლესტერის ცენტრალურმა მცველმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და არაერთი გუნდის ყურადღება მიიპყრო. Manchester Evenning News-ის ინფორმაციით, მანკუნიელები მზად არიან ინგლისელ მცველში 75 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. სათქმელია, რომ ტრანსფერის ინიციატორი ოლე გუნარ სულშერია.

 

მაგუაიერის გარდა წითელ ეშმაკებს ალექს სანდროს, რაფაელ ვარანისა და მილან შკრინიარის გადაბირებაც უნდათ. ამ მომენტისთვის მანჩესტერს პრემიერლიგაში 58 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კი გუნდი ბარსელონას დაუპირისპირდება.