რეალმა იუვენტუსს აქეთ შეუტია

ზიზუმ პიანიჩი მოინდომა

თითქმის ერთი წელია, რაც იუვენტუსს რეალიდან ფეხბურთელების გადაბირება უნდა. მას მერე, რაც ბიანკონერი კრიშიტანუ რონალდუ შეიძინა, ისკოს, მარსელოს, ნავასისა და ვარანის გადაყვანასაც ცდილობს, თუმცა ჯერ-ჯერობით მათთვის სასიკეთო არაფერი ჩანს.

 

როგორც ჩანს სიტუაცია შემობრუნდა. საქმე იმაშია, რომ ახლა უკვე რეალის მესვეურებს სურთ იუვედან ფეხბურთელის შეძენა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ახალი სამიზნე მირალემ პიანიჩია, ამის შესახებ AS-ი იუწყება. ცნობილია, რომ ბოსნიელის დამატება პირადად ზინედინ ზიდანის სურვილია, რომელიც გუნდში სერიოზული სატრანსფერო გეგმებით დაბრუნდა.

 

რეალი ერთადერთი გუნდი არაა, რომლის მესვეურებსაც პიანიჩის გადაბირება უნდათ. ნახევარმცველით ჩელსი და პსჟ-ც ინტერესდებიან. ცნობილია, რომ იტალიელები მას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან, ბლანკოსი კი თანახმაა ეს თანხა გაიღოს.

 

გარდა პიანიჩისა ესპანელებს კანტეზე, აზარზე, სალაჰზე, კეინზე და იკარდიზე აქვთ თვალი დადგმული.