სულშერი: მანჩესტერის ფანები ამას იმსახურებენ

ოლე გუნარ სულშერმა მანჩესტერ იუნაიტედთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულ საკითხზე ნორვეგიელმა პირველი კომენტარი გააკეთა.

 

„აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში. მანჩესტერში თამაში ხოლო შემდეგ ამ გუნდის მწვრთნელობა, ჩემთვის უდიდესი პატივია. ბოლო თვეების განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდთან ახალი კონტრაქტი გავაფორმე. დიდი იმედი მაქვს მანჩესტერთან ერთად წარმატებებს მივაღწევ. ჩვენ საოცარი გულშემატკივრები გვყავს და ისინი ამას იმსახურებენ.“-განაცხადა სულშერმა.

 

მანჩესტერს პრემიერლიგაში ამ დროისთვის 58 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კი წითელი ეშმაკები ბარსელონას დაუპირისპირდებიან. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 10 აპრილს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 16 რიცხვში კამპ ნოუზე.