დილამ პირველად ლოკომოტივითან იმარჯვა 

ეროვნული ლიგა: მეხუთე ტური 

ეროვნული ლიგა სანაკრებო პაუზის შემდეგ მეხუთე ტურის შეხვედრებით დასრულდა. სათამაშო დღის მეორე მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე შედგა, სადაც დილამ ლოკომოტივს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. 

 

ანგარიში მე-19 წუთზე, ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით დემეტრე ბულისკერია უშანსოდ დატოვა. 

 

7 წუთში, მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს - გიორგი კუციას პასით გურამ გოშთელიანმა ისარგებლა.

 

სტუმრებმა სხვაობის შემცირება პირველივე ტაიმში შეძლეს, გორელთა კარი 35-ე წუთზე რკინიგზელთა რიგებში დაბრუნებულმა ირაკლი სიხარულიძემ აიღო და ამ სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა. 

 

საბოლოო წერტილი შეხვედრაში ალვინ ფორტესმა დასვა, რომელმაც 56-ე წუთზე მასპინძელთა შეცდომით ისარგებლა და შორეული დარტყმით მის გუნდს გამარჯვება გაუფორმა. 

 

მატჩი საკმაოდ უხეში გამოვიდა და ორივე გუნდის ფეხბურთელები არაერთხელ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ, შეხვედრის მთავარ მსაჯ გიორგი კიკაჩეიშვილს ფეხბურთელებისთვის 7 ყვითელი და ორი წითელი ბარათის (კირკიტაძე, ნჯოკუ) მოუწია. 

 

აღსანიშნავია, რომ გორის დილამ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო და დაგროვილი 5 ქულით ამ მომენტისთვის მეცხრე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ლოკომოტივს, თბილისელებს 6 ქულა აქვთ და ჯერჯერობით მეოთხე ადგილს იკავებენ.

 

შემდეგ, მეექვსე ტურში, ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს, ხოლო დილა მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს ესტუმრება.