ხოჭოლავა 11 საუკეთესოს შორის

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ეს instat –ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. 

 

11 ფეხბურთელიდან 9 შახტარელია.  ეს სტატისტიკური მონაცემებია და არა – ჟურნალისტების მიერ არჩეული ნაკრები.

 

შეგახსენებთ, ხოჭოლავამ განვლილ ორ სანაკრებო მატჩში ითამაშა. ორივეჯერ სასტარტოში იყო. შვეიცარიასთან თავის პოზიციაზე იდგა, აი, ირლანდიასთან კი ვლადიმირ ვაისმა მარცხენა მცველად დააყენა.