ქველმოქმედი სტერლინგი

სიტის შემტევმა ბავშვებზე იზრუნა

6 აპრილს, ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში, მანჩესტერ სიტი ბრაიტონს დაუპირისპირდება. 

 

ქალაქელთა თავდამსხმელმა რაჰიმ სტერლინგმა მატჩზე დასასწრები 550 ბილეთი შეიძინა. ინგლისის ნაკრების შემტევმა ეს ბილეთები მისი მშობლიური სკოლის მოსწავლეებისთვის იყიდა. 

 

24 წლის ფეხბურთელმა ეტიჰადის მმართველებს 550 ბილეთი შეუკვეთა, რათა არკ ელვინის აკადემიის ბავშვები სიტისა და ბრაიტონის მატჩს დაესწრონ. Mirror-ის ცნობით, სტერლინგმა ბავშვების ტრანსპორტირება და კვებაც დააფინანსა. 

 

სტერლინგის ოჯახი 5 წლის ასაკში, იამაიკიდან ლონდონში გადავიდა. მან უემბლის უბანში მდებარე სკოლა დაამთავრა.