სიჭინავა – საჯარიმოები პენალტივით (+video)

ცხინვალის შემტევი დათა სიჭინავა საჯარიმოებს პენალტივით ურტყამს.

ბოლო სამ შეხვედრაში სამჯერ გაიტანა. მარტის ბოლოს შუქურასთან დააბზრიალა, გასულ ტურში კი ზუგდიდთან 3:0 მოგებულ თამაშში დუბლი შეასრულა.

 

ცაციათი ტექნიკურად ურტყამს. ზუგდიდთან ჯერ მარჯვენა ფლანგიდან დაატრიალა ცხრიანში, მერე კი ცენტრიდან.

 

საჯარიმოების ასეთი სპეციალისტი საქართველოს ჩემპიონატში ნამდვილად არავინაა. სიჭინავა ამ მხრივ საუკეთესოა.