მატა: ბარსელონასთან თამაში მუდამ განსაკუთრებულია

მიუხედავად ყველაფრისა მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რათა წარმატებას მივაღწიოთ.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს მანჩესტერი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მანკუნიელთა ნახევარმცველმა ხუან მატამ ისაუბრა.

 

„ახლა თავს სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ და სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ. მოტივირებული ვარ და მინდა სეზონი კარგად დავასრულო. კარიერის მანძილზე ბარსელონას წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშე. აუცილებლად გამოსარჩევია 2012 წელს 1/2 ფინალური დაპირისპირება, როცა  ჩელსის ფეხბურთელი ვიყავი.

 

ბლაუგრანას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ბარსა უდიდესი გუნდია, რომელიც ყოველთვის დიდ ძალას წარმოადგენს. მიუხედავად ყველაფრისა მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რათა წარმატებას მივაღწიოთ.“-განაცხადა ესპანელმა.

 

მანჩესტერისა და ბარსელონას პირველი დაპირისპირება 10 აპრილს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 16-ში ნოუ კამპზე.