მონტელა იტალიაში დაბრუნდა

იტალიელი ყოფილ კლუბს ჩაიბარებს

Sky Sport Italia-ს ცნობით, ფიორენტინას მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო მონტელა დაინიშნა.

 

იტალიელმა სპეციალისტმა იებთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე გააფორმა. 44 წლის მონტელა წელიწადში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ხელშეკრულებაში გახანგრძლივების პუნქტციაა ჩადებული.

 

ფიორენტინა ცუდ ფორმაშია, გუნდს 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სერია ა-ს ბოლო ტურში კი ფროსინონესთან (0:1) დამარცხდა. არასახარბიელო მდგომარეობა კლუბის ხელმძღვანელობამ სტეფანო პიოლის არ აპატია და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

მონტელა, რომელიც წარსულში რომას, კატანიას, სამპდორიას, მილანს და სევილიას წვრთნიდა, 2012-15 წლებში სწორედ ფიორენტინას თავკაცობდა.

 

არტემიო ფრანკის ბინადრები 39 ქულით მეათე ადგილზე არიან.