მანჩესტერი – შვიდჯერ გაისროლა, შვიდივეჯერ ააცილა

ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. ეს ჩემპიონთა ლიგაში.

ეს ბარსელონასთან 0:1 წაგებულ შეხვედრაში. ოლე–გუნარ სულშერის გუნდმა 10–ჯერ დაარტყა, მაგრამ 3 დაუბლოკეს, 7 კი კარს ასცდა.

 

ბოლოს ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერს კარში ვერ დაერტყას, ასეთი შემთხვევა 2005 წლის მარტში მოხდა. მილანთან 0:1 წააგეს.

 

ისე, ბარსელონამ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში სტუმრად მოგება.