არაჩვეულებრივი კაცი

რონალდუ, თავები და გოლები...

64 გოლი ჩემპიონთა ლიგის საფლეიოფო სტადიაზე, აქედან 41 კი მეოთხედფინალ- ნახევარფინალ-ფინალებში... ესაც კრიშტიანუ რონალდუს კიდევ ერთი ფენომენალური შედეგი. 

 

 

სტატისტიკოსებმა დათვალეს და აღმოაჩინეს, რომ იუვენტუსის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აიაქსთან გატანილი გოლით ლეო მესისა და ტომას მიულერის ერთად აღებული გოლების რაოდენობას გადააჭარბა. ერთხელაც ვთქვათ, რომ აქ დათვლილი არის მხოლოდ საფლეიოფო სტადიაზე გატანილი გოლები. რონალდუმ რომ აიაქსთან თავის 64-ე ბურთი შეაგდო, მესი 42, ხოლო მიულერი 21 გოლით იწონებენ თავს. ესენი არიან კიდეც მერვედფინალიდან ფინალამდე ეტაპის ბომბარდირები. 



კრიშტიანუს მეოთხედფინალურ შეხვედრებში 24, ხოლო ნახევრაფინალებში 14 გოლი აქვს გატანილი. დავუმატოთ ამას საფინალო გოლები და გამოვა, რომ 34 წლის პორტუგალიელს მთელი 25 გოლით მეტი აქვს გატანილი ბოლო სამ ეტაპზე, ვიდრე მის ბარსელონელ კონკურენტს. 

სულ, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კრიშტიანუ რონალდუს მეტოქე 125-ჯერ დაუმწუხრებია, მესის 108 ბურთი აქვს შეგდებული, რაულს - 71.

და ერთიც: პორტუგალიელმა წუხელ აიაქსთან თავური გაიტანა, რომელიც მის კარიერაში 97-ე აღმოჩნდა. 

ჩესტერის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კი იკვლიეს, იკვლიეს და ბოლოს დაასკვნეს, რომ რონალდუ NBA-ს საშუალო კალათბურთელზე მაღლა ხტება, რაც თუ კაცი დაფიქრდება, ჩვეულებრივი ამბავი ნაღდად არ არის.