პროგნოზი: დოტმუნდი-ბრიუგე

გერმანელები ჯგუფიდან ოფიციალურად გასასვლელად ემზადებიან 

დოტმუნდი-ბრიუგე

 

დრო: 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, 23:59

 

მსაჯი: გედიმინას მაჟეიკა (ლიტვა, 40)

 

დორტმუნდის ბორუსია ჯგუფის მოსაგებად და პლეიოფში გასვლის გასაფორმებლად ემზადება, ხოლო ბრიუგე ბოლო შანსებს ებღაუჭება და მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის განაღდებას ცდილობს. მათ ოთხშაბათ საღამოს სიგნალ იდუნა პარკზე გასამართ მატჩში უდნა გაიმარჯვონ ან მინიმუმ ფრე ითამაშონ, რათა ბელგიის ჩემპიონთან მინიმუმ 5-ქულიანი უპირატესობა შეიქმნან და პლეიოფის საგზური ჯიბეში მოითავსონ.

 

მასპინძლები ამ შეხვედრას მშვენიერი სათამაშო ფორმით ხვდებიან. ლუსიენ ფავრის ხელში გუნდმა სეზონი მშვენივრად დაიწყო, გერმანიის ბუნდესლიგაში ბორუსია 12 ტურის შემდეგ წაუგებელი და ერთპიროვნული ლიდერია, თანაც ისე, რომ უკვე მოქმედი ჩემპიონის მიუნხენის ბაიერნის დამარცხებაც შეძლო. გუნდი ბავარიელების დომინაციის შეჩერებასთან ძალიან ახლოსაა. ბორუსიას ბუნდესლიგაში სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

ამ ორ გუნდს დაპირისპირებათა დრამატული ისტორია აქვს.

 

პირველად დორტმუნდის და ბრიუგეს გზები 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა, სადაც გუნდებმა თითო-თითო მატჩი ერთნაირი ანგარიშით (2:1) მოიგეს, ბოლოს კი საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ბელგიურმა მხარემ იმარჯვა (2:4).

 

ბოლო მატჩი, რომელიც ბელგიაში შედგა, სტუმრების გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

 

პროგნოზი:

 

დორტმუნდს საკმაოდ დიდი და ძლიერი შეტევითი პოტენციალი აქვს. გუნდს წინა ხაზში ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც პაკო ალკასერი, მარკო როისი, ჯადონ სანჩო და კრისტიან პულიშიჩი არიან. ისინი შეეცდებიან ბელგიელთა დაცვა გაარღვიონ და გამარჯვებას მიაღწიონ. 

 

ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბრიუგე ვარეგამთან სენსაციურად (1:3) დამარცხდა. იუპერ ლიგის ბოლო ორ მატჩში ბრიუგემ 5 გოლი გაუშვა.

 

ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ დორტმუნდმა აქ გამარჯვება ვერ მოახერხოს, თანაც ისე, რომ მეტოქის კარი მინიმუმ 2-ჯერ არ აიღოს.

 

დორტმუნდი მოიგებს პირველ ტაიმს და მთლიანად შეხვედრას  @ 1.75

დორტმუნდი მინიმუმ ორი გოლის უპირატესობით მოიგებს @ 1.89