პროგნოზი: ტოტენჰემი-ინტერი

გადამწყვეტი ბრძოლა პლეიოფის საგზურისთვის ლონდონშ, უემბლიზე შედგება 

ტოტენჰემი-ინტერი

 

დრო: 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, 23:59

 

მსაჯი: ჩუნეით ჩაქირი (თურქეთი, 42)

 

ტოტენმჰემ ჰოტსპურსი B ჯგუფიდან გასული მეორე გუნდის გამოსავლენად მილანის ინტერს გადამწყვეტ ბრძოლაში უმასპინძლებს.

 

იმისათვის, რომ ბოლო ტურში დეზები მხოლოდ საკუთარ გამარჯვებაზე იყვნენ დამოკიდებულნი, ჰოტსპურსმა მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით ან ანგარიშით-1:0 უნდა მოიგოს.

 

ცხადია, მილანის ინტერი ბევრად განსხვავებულ პოზიციაში იმყოფება-მათ 7 ქულა აქვთ, მასპინძლებს სამით უსწრებენ და პლეიოფში გასვლისთვის მინიმუმ ქულის მოპოვება სჭირდებათ.

 

მასპინძლები ამ მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან, მათ ინგლისის პრემიერლიგის წინა ტურში, ლონდონურ დერბიში, ჰარი კეინის, დელე ალისა და სონის გოლებით ჩელსი 3:1 დაამარცხეს.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

გუნდები ერთმანეთს აქამდე ექვსჯერ დაუპირისპირდნენ და 3-3 მოგება გაიყვეს. მიმდინარე გათამაშების პირველ მატჩში ინტერმა ტოტენჰემს დაძაბული მატჩი ბოლო წუთებში შემოუტრიალა და მაურო იკარდისა და ვესინოს გოლებით 2:1 დაამარცხა.

 

საინტერესოა, რომ წინა ექვსივე შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

 

პროგნოზი:

 

ტოტენჰემს ხუთმატჩიანი მოგებათა სერია აქვს, ახლა კი გუნდი ინტერის დამარცხებასა და პლეიოფში გასვლას ზედიზედ მეორე მატჩში შეეცდება.

 

თავისმხრივ ინტერი, რომელიც სანაკრებო შესვენებამდე ატლანტასთნ (1:4) დამარცხდა, ამ მატჩს სამი დღის წინ, ფროსინონესთან დამაჯერებელი (3:0) გამარჯვების ფონზე ხვდება. კეიტა ბალდე მაურო იკარდისთან ერთად ბოლო პერიოდში მშვენიერ თამაშს აჩვენებს, მან წინა ტურში დუბლის შესრულება მოახერხა.

 

მასპინძლებს რთული სიტუაცია აქვთ, მათ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, ის სათამაშო ფორმა კი, რომელიც ბოლო პერიოდში გამოავლინეს, ლონდონელთა მოგების ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

 

ტოტენჰემი მოიგებს @ 1.75 

ტოტენჰემი პირველ ტაიმსაც მოიგებს და მთლიანად მატჩსაც @ 2.55