სელტიკი და არველაძე?

გლაზგოს სელტიკი ვატო არველაძით ინტერესდება. 

სელტიკის წარმომადგენლები პოლონური კორონას ორ მატჩს დაესწრნენ და გაირკვა, რომ სწორედ ქართველ შემტევს აკვირდებიან. შოტლანდიელებს ისიც უწერიათ, რომ ვატოს ბიძა ცნობილი შოთა არველაძეა, რომელიც სელტიკის მოსისხლე გლაზგო რეინჯერსის ბომბარდირი იყო...

 

ბრიტანულ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნახსენებია, რომ ბოლო წლებში სელტიკი სატრანსფერო ბაზარზე კონკურენციას ვეღარ უწევს პრემიერლიგის თუნდაც ქვედა ათეულის კლუბებს: ბრაიტონს, ბორნმუთს და ასე შემდეგ... ამიტომაც სელტიკი სულ უფრო და უფრო ხშირად იხედება აღმოსავლეთ ევროპისკენ, საიდანაც უფრო იოლად და იაფადაც შეიძლება ფეხბურთელის წაყვანა.

 

ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს.