კლოპი: ჯერ არაფერი დასრულებულა

„ამ მომენტისთვის სეზონი ჩვენთვის კარგად მიმდინარეობს, თუმცა...“

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის სათამაშოდ პორტუში ჩავიდა. მერსისაიდელებს პირველი მატჩი პორტუგალიის ჩემპიონთან, საშინაო კედლებში (2:0) მოგებული აქვთ.

 

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავისი მოლოდინები გაამჟღავნა.

 

ლივერპული ზოგჯერ მართლაც ძლიერი გუნდია. იმედი მაქვს, პორტუსთან თამაშის ტემპს კიდევ ერთხელ გავაკონტროლებთ. არის მომენტები, როცა ბურთის დაჭერას ვახერხებთ და ამ დროს ბიჭები ძალიან კარგად გამოიყურებიან.

 

ჩვენს ფეხბურთელებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. არ მიმაჩნია სწორად, რომ მანესა და სალაჰს შორის რეალურ კონკურენციაზე ვისაუბრო. ორივე მათგანი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანოს. რობერტსონი და ალექსანდერ-არნოლდი ერთმანეთისგან ცოტათი განსხვავებულები არიან.

 

ამ მომენტისთვის, სეზონი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ის ჯერ არ დასრულებულა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული ბრძოლა გველის“,-თქვა კლოპმა.

 

გერმანელმა სპეციალისტმა ბრაზილიელი ფეხბურთელების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

 

„უკვე 51 წლის ვარ და ამ დროის განმავლობაში არაერთ ბრაზილიელ ფეხბურთელს შევხვდი. მამაჩემი მეუბნებოდა: „არ აქვს მნიშვნელობა რას წერს პრესა, საუკეთესო პელეა". მას მერე, რაც ლივერპულს ვხელმძღვანელობ, ლუკასთან, ფირმინოსთან და კოუტინიოსთან ვიმუშავე. ჩვენ ასევე დავიმატეთ ფაბინიო და ალისონი, რადგან ისინი უმაღლესი კლასის მოთამაშეები არიან“,-დაასრულა კლოპმა.

 

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ლივერპულის მეტოქე ერთადერთი წაუგებელი გუნდი - ბარსელონა იქნება.