პსჟ-სთან დანაკლისით?

მერსისადიელებს დღევანდელ შეხვედრაში შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე დააკლდეს

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, დარჩენილი 8 შეხვედრა გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს პარიზული მატჩი იწვევს, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდებიან.

 

ახლახანს ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერსისაიდელებს შესაძელოა სადიო მანე ვერ დაეხმაროს. სენეგალელს მცირე დაზიანება აქვს და ჯერ-ჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა იგი დღევანდელ შეხვედრაში. Goal-ის ინფორმაციით მე-19 ნომრის საკითხი, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.

 

ამ მომენტისთვის ლივერპული 6 ქულით მეორე ადგილზეა, პსჟ-ს კი 5 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.