დელტამ სეზონი დახურა

სუპერლიგის რეგულარული სეზონი დასრულებულია

ქუთაისთან გასვლითი 89:87 მოგებით დელტამ დახურა რეგულარული და ელოდება მოწინააღმდეგეს. რამდენიმე ლიდერის გარეშე, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდთან დელტამ მაქსიმუმი გააკეთა და გუნდურად, ბოლო წამებზე აიღო ასაღები.

 

7 მოთამაშე აგროვებს 8 და მეტ ქულას. დელტამ 23 პასით დაასრულა შეხვედრა. დელტამ სეზონი 12 მოგებით და 6 წაგებით დახურა.


 

საბა ლობჯანიძე: „რეგულარული მოგებით დავხურეთ. ვემზადებით ფლეი ოფისთვის. სატურნირო ცხრილში ამ შეხვედრის შედეგი ვერაფერს შეცვლიდა და დრო ახალგაზრდებმაც მიიღეს. სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დელტას ყველა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მთავარი ფლეი ოფში იწყება. ჩვენ ვართ დელტა“.