ველური მონტე-კარლოში

ფაბიო ფონინიმ გრუნტზე ინავარდა

„ველური“ - ასე იცნობენ ფაბიო ფონინის საჩოგბურთო სამყაროში. იტალიელს, ტურში ყველაზე ველური ჩოგბურთელის „იმიჯი“ აქვს. ჰოდა, ადგა ეს თქვენი ველური და მონტე-კარლოს მასტერსზე ყველას გადაურბინა. მათ შორის, გრუნტის მეფეს რაფაელ ნადალსაც სულ კუდით ქვა ასროლინა.

 

ნახევარფინალში რაფას, ხოლო მანამდე ალექსანდრე ზვერევის დამარცხების შემდეგ აშკარა იყო, რომ ფაბიო ფონინი ასეთ შანსს ხელიდან აღარ გაუშვებდა და მონტე-კარლოში იჩემპიონებდა. მითუფრო, რომ მეტოქედ არა რომელიმე ტოპ ჩოგბურთელი, არამედ სერბი დუშან ლაიოვიჩი ჰყავდა, რომელმაც აღნიშნული ტურნირი ასევე უმაღლეს დონეზე ითამაშა და მასტერსის ფინალში პირველად გავიდა.

 

 

ფაბიო ფონინი მონტე-კარლოში საშინელ ფორმაში მყოფი ჩავიდა, თუმცა ტურნირის მსვლელობისას ისეთ ეშხში შევიდა ყველას მოწონებული. ფინალშიც ლაიოვიჩს ორ სეტში - 6:3, 6:4 აჯობა და კარიერაში მასტერსის ტიტული პირველად მოიგო. ნიშანდობლივია, რომ ბოლო ორ წელიწადში ფონინი გახდა მერვე ჩოგბურთელი, რომელმაც ამის გაკეთება პირველად შეძლო.