ტრავმა თუ ორსულობა?

რატომ არ ითამაშებს შარაპოვა შტუდგარტში?

22-28 აპრის, შტუდგარტში, ქალთა შორის საკმაოდ პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც თითქმის ყველა წამყვანი მოთამაშე მოიყრის თავს. მათ შორის კი არ იქნება მარია შარაპოვა, რომელსაც აღნიშნული შეჯიბრი 3-ჯერ აქვს მოგებული.

 

დაირხა ხმები, თითქოს რუსი ლამაზმანი ორსულად არის და შტუდგარტის ტურნირიდანაც ამიტომ მოეხსნაო, რაზეც შარაპოვას განმარტების გაკეთება მოუხდა. მან ინსტაგრამზე გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ შეჯიბრს ტრავმის გამო ტოვებს.

 

 

„ფეხმძიმედ ხომ არ ვარ? არა, უბრალოდ მხრის ტრავმის შემდეგ სათანადო ფორმაში შესვლა ვერ მოვასწარი. ამიტომაც იძულებით ვტოვებ ჩემთვის საყვარელ შტუდგარტის ტურნირს“ - უპასუხა მარიამ ქომაგებს.

 

შარაპოვა 19 აპრილს 32 წლის გახდა. სასიყვარულო ურთერთობა კი ბრიტანელ მილიარდერთან ალექსანდრ გლიკთან აქვს.