მბაპეს უჩვეულო აჩქარება და რეკორდი (VIDEO)

ფრანგი ტალანტის ბენეფისი ყოფილ კლუბთან

21 აპრილს, პსჟ-მ ზედიზედ მეორედ იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონობა. კილიან მბაპეს ჰეთ თრიკით, პსჟ-მ მონაკო (3:1) დაამარცხა და ლიგა 1-ის ტიტულს ისტორიაში მერვედ დაეუფლა.

 

ფრანგმა ტალანტმა პირველი გოლის გატანისას, უჩვეულო სისწრაფე განავითარა. მბაპემ მუსა დიაბის გადაცემა გაუკეთა და საპასუხო პასს მეტოქის საჯარიმოსთან დახვდა. დიაბისგან გადაცემის მიღებამდე, მბაპემ 38 კმ/სთ სიჩქარით ირბინა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ პსჟ-ს თავდამსხმელმა ყოფილი კლუბის კარის აღება არ იზეიმა.

 

 

მბაპეს საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე 30 გოლი მოუგროვდა. საფრანგეთის ნაკრების შემტევზე მეტი გოლი ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში მხოლოდ ლიონელ მესის აქვს გატანილი (33). საინტერესოა, რომ მბაპეს და მესის გარდა, ამ სეზონში 30-ზე მეტი ბურთი ევროპულ საფეხბურთო ელიტაში არავის შეუგდია.

 

 

 

მატჩის შემდეგ, მბაპემ ჟურნალისტებთან საუბრისას ზაფხულში, რეალში შესაძლო გადაბარგების შესახებაც გააკეთა კომენტარი. პსჟ-ში არსებული პროექტის გამო მოვედი. მადრიდის რეალისთვის ზიდანის დაბრუნება ძალიან კარგია, მე მათ მატჩებს მაყურებლის როლში ვუცქერ“.

 

 

გარდა ამ ყველაფრისა, მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში მინიმუმ 30 გოლის გატანა მოახერხა.