სტერლინგის მცდელობა ამაო გამოდგა...

რაჰიმის ღირსეული ჟესტი

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ სუპერვარსკლავი, რაჰიმ სტერლინგი, „კრისტალ პალასის“ ახალგაზრდა ფეხბურთელის, დამარი დოკინსის, დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს.

 

13 წლის მოთამაშე  თვეების განმავლობაში ლეიკემიას ებრძოდა და სტერლინგი მის დახმარებას აქტიურად ცდილობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ პერიოდში რაჰიმი და დამარი ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და ბუნებრივია ინგლისელმა დატრიალებული ტრაგედია ძალიან განიცადა.

 

„დამარი განსაკუთრებული ახალგაზრდა გახლდათ, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ის სიცოცხლის ბოლომდე ყველაფერს პოზიტიურად აღიქვამდა და ნამდვილად მისაბაძი მაგალითი იყო“ - განაცხადა „სიტის“ ლიდერმა.

 

სტერლინგმა დამარის ხსოვნას პატივი ჩეხეთთან მატჩშიც მიაგო. რაც შეეხება დაკრძალვას, ცერემონია პარასკევს, დაგენემში, გაიმართება და მას რაჰიმიც დაესწრება.

 

სტერლინგისა და დოკინსის ურთიერთობას ბრიტანულ გაზეთებთან საუბრისას დამარის მამა, ტონი, შეეხო და აღნიშნა:

„სტერლინგი საავადმყოფოში დამარს რეგულარულად სტუმრობდა და ვიცოდით, რომ ერთმანეთს ხშირად ესაუბრებოდნენ“.

 

„კრისტალ პალასისა" და „სიტის“ მატჩის შემდეგ, რომელიც „ქალაქელთა“ გამარჯვებით დასრულდა, დამარმა „კრისტალ პალასის“ სავარჯიშო მაისური ჩაიცვა და ფოტო გადაიღო, რომელიც რაჰიმს გაუგზავნა“.