სარი რაღაცას ურევს...

ჩემპიონთა ლიგა თუ ინგლისის თასი?

ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი უცნაურ განცხადებას აკეთებს. იტალიელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ან მის მოგებას აკნინებს და ამბობს, რომ გაცილებით რთული ტურნირებიც არსებობს.

 

„რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგა უმთავრესი საკლუბო ტურნირია. იქ გამარჯვება ყველასთვის საამაყო და პრესტიჟულია, მაგრამ იღბლის გარეშე ვერაფერს გახდები. თუ ბურთი ძელს მოხვდება, მაგრამ კარში მაინც შევარდება მაშინ იქ თამაშს აგრძელებ. ძელიდან ასხლეტის შემდეგ ბურთი უკან გამოვარდება და ტურნირს ეთიშები.

 

ამით იმის თქმა მსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ კარგი თამაში წარმატებისთვის შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. რაც შეეხება პრემიერლიგას, ის გაცილებით რთული და მარათონული შეჯიბრია. მაგალითად, ინგლისის თასის ფინალში გასვლა იმაზე ადვილი არ არის, ვიდრე ლიგის ფინალამდე მიღწევა“ - ამბობს მაურიციო სარი.

 

ჩელში მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ მონაწილეობს, თუმცა ევროპა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც აინტრახტს დაუპირისპირდება. შიდა ასპარეზზე კი არისტოკრატები ოთხეულისთვის იბრძვიან, ხოლო ინგლისის ლიგის თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან პენალტების სერიაში წააგეს.