სულშერი: სიტისთან თამაში რეაბილიტაციის შანსია

ნებისმიერ შემთხვევაში წინ უშეღავათო ბრძოლა იქნება

პრემიერლიგის 31-ე ტურის გადადებულ მატჩში, მანჩესტერული დერბი გაიმართება. იუნაიტედი სიტის უმასპინძლებს და შეხვედრისადმი უდიდესი ინტერესია. ქალაქელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, წითელ ეშმაკებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურთ.

 

მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით, მასპინძელთა თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა ისაუბრა.

 

„ბოლო მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებს შევხვდი და ვესაუბრე. ყველანი იმედგაცურებულები არიან. სიტისთან თამაში რეაბილიტაციისთვის შესანიშნავი შანსია. დარწმუნებული ვარ ბოლომდე ბრძოლის შემთხვევაში გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს მათი იმედი.

 

რაც შეეხება მატჩს, ადვილი თამაში არ იქნება. მოწინააღმდეგის მხრიდან ზეწოლისთვის მზად ვართ. სიტი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მათგან ეს მოსალოდნელიცაა. ნებისმიერ შემთხვევაში წინ უშეღავათო ბრძოლა იქნება,“ - განაცხადა ნორვეგიელმა.

 

მანჩესტერი 64 ქულით მეექვსე ადგილზეა, სიტის კი 86 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.