ჩვენც ამ ფასში გვყავს ნაყიდი

რა შემთხვევაში გაყიდის ბარსელონა მალკომს ?

ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მალკომის გასაყიდად ემზადება. კატალონიური კლუბი ბრაზილიელ ტალანტს იმ შემთხვევაში დათმობს, თუ მსურველი მხარე მინიმუმ 41 მილიონ ევროს გადაიხდის. ESPN-ის ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 22 წლის შემტევი არ გაიყიდება.

ესპანურ მედიაში ყოველდღიურად ვრცელდება მსურველი კლუბების ჩამონათვალი, მათ შორის კი ყველაზე მეტად პრემიერლიგური გუნდები აქტიურობენ, განსაკუთრებით ევერტონი, არსენალი და ტოტენჰემი. არსებობს ჩინური კლუბების ინტერესიც.

შარშან ზაფხულში, მალკომის რომაში გადასვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო, როცა საქმეში ბარსელონას სატრანსფერო აგენტები ჩაერთვნენ და ბორდოს 41 მილიონი ევრო შეაძლიეს. საბოლოოდ, მალკომი ბარსაში აღმოჩნდა, თუმცა ამ სეზონში სათამაშოდ მხოლოდ 19 მატჩი მიეცა და გულშემატკივარს თავი 4 გოლითა და 2 საგოლე პასით დაამახსოვრა.