პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი

საუკეთესო თერთმეტეული ოფიციალურად გამოქვეყნდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა.

 

საუკეთესო თერთმეტეულში სულ სამი გუნდის ფეხბურთელები მოხვდნენ. ტიტულის მაძიებელ სიტისა და ლივერპულს შესაბამისად 6 და 4 ფეხბურთელი წარმოადგენს მანჩესტერ იუნიტედის კი პოლ პოგბა.

 

მეკარე: ედესონი (მანჩესტერ სიტი/ბრაზილია).

 

მარჯვენა მცველი: ალექანდერ-არნოლდი (ლივერპული/ინგლისი).

 

ცენტრალური მცველები: ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული/ჰოლანდია), ემენიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი/ესპანეთი).

 

მარცხენა მცველი: ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული/შოტლანდია).

 

საყრდენი ნახევარმცველი: ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი/ბრაზილია).

 

შემტევი ნახევარმცველები: პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი/საფრანგეთი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი/ პორტუგალია).

 

თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი/ინგლისი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი/არგენტინა), სადიო მანე (ლივერპული/სენეგალი). 

 

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, პრიზის მოსაპოვებლად ვირჯილ ვან დეიკი და რაჰიმ სტერლინგი იბრძვიან. გამოკითხვების თანახმად ჰოლანდიელი მცველი ლიდერობს, თუმცა ოფიციალური შედეგი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.