გვარდიოლა: ისტორიაში საუკეთესო გუნდი ვართ

სიტის მწვრთნელმა ფეხბურთელებს რეჟიმი შეუდგინა 

ოლდ ტრაფორდზე მოგებული (2:0) დერბის შემდეგ, მანჩესტერ სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესოა.

"ფაქტია, რომ ჩვენ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ვართ. ტიტულის მოგება რთულია, რადგან წინ კიდევ 3 მატჩი გვაქვს და ყველა მათგანი უეჭველად უნდა მოვიგოთ.

მე ფეხბურთელებს მოვუწოდე, რომ დაისვენონ, ორგანიზმს აღდგენის შესაძლებლობა მისცენ, არ ისაუბრონ ბევრი, არ უყყრონ ტელევიზორს, ჯანსააღად იკვებონ და დაიძინონ, ვინაიდან წინ კიდევ ბევრი რთული მატჩი გველის",-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა და დაამატა: "ლესტერთან მატჩამდე 8 დღე, შემდეგ კი ბრაიტონთან დეხვედრამდე მოსამზადებლად კიდევ ერთი კვირა გვექნება, იმედია მეტოქეებს სწორად შევაფასებთ".

ქალაქელები 89 ქულით ლიდერობენ, უახლოეს მდევარ ლივერპულს კი მინიმალური უპირატესობით აღემატებიან.