ფერდინანდი ბრუნდება

ინგლისელი ჟურნალისტები გადაჭრით წერენ, რომ 40 წლის რიო ფერდინანდი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდაო

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი და ახლო წარსულში გუნდის უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი რიო ფერდინანდი წითელ ეშმაკებში დაბრუნებასთან ახლოსაა. როგორც პოპულარული გამოცემა Daily Mail-ი გვარწმუნებს, ფერდინანდი ოლდ ტრაფორდზე სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

 

ინგლისელი ჟურნალისტები გადაჭრით წერენ, რომ 40 წლის რიო ფერდინანდი კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა და საქმეც მოკვარახჭინებულიაო. ამბობენ, ფერდინანდი მანჩესტერის სატრანსფერო პოლიტიკას მიხედავსო.

 

მანჩესტერ იუნაიტედის ბოსებს ფერდინანდის ამ თანამდებობაზე დასაქმება ჯერ კიდევ 4 წლის წინ სურდათ, როდესაც მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ მაშინ ობიექტურ მიზეზთა გამო ეს ვერ მოხერხდა. რიო ფერდინანდმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

 

რიო ფერდინანდი და მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი თანაგუნდელები 2002-2007 წლებში იყვნენ და ალბათ მათ საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ.