თავით შადრევანში [ვიდეო]

ლივერპულის ქომაგები ბარსელონაში აურზაურს არ ერიდებიან

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება საკმაოდ ცხელი უნდა გამოდგეს. ყოველშემთხვევაში, სტადიონს მიღმა უკვე არაერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

 

ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ბარსელონა ნოუ კამპზე ლივერპულს დაუხვდება და საფეხბურთო სამყაროც საინტერესო და დაძაბული მატჩის მოლოდინშია. კატალონიის დედაქალაქის ქუჩები კი დაძაბულობას არ უჩივის. ბარსელონაში ჩასული ასობით ინგლისელი ქომაგი ცუდი ყოფაქცევით უკვე გამოირჩა და არაერთი მათგანი ვირის აბანოშია ჩაყუდებული.

 

 

ლივერპულის გულშემატკივრები ადგილობრივ მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიან. მათ ერთ-ერთი ადამიანი შადრევანში თავით ჩააყუდეს და ეს მობილურით გადაიღეს, ერთ-ერთ სასტუმროში კი 6 ინგლისელი იქ მომუშავე ხალხს დაესხნენ თავს.

 

მოკლედ, გიჟმაჟი ინგლისელი ქომაგები ჩვეულ ამპლუაში არიან.