ვან დეიკი: ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ

კმაყოფილი ვარ ჩემი ამჟამინდელი სათამაშო ფორმით და მიხარია, რომ ლივერპულის წარმატებაში წვლილი შემაქვს

რამდენიმე დღის წინ ვირჯილ ვან დეიკი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჰოლანდიელს მართლაც, რომ ბრწყნვალე სეზონი აქვს და ნაკლებ სავარაუდოა ვინმემ მის საუკეთესოობაში ეჭვი შეიტანოს.

 

ამის შესახებ ჰოლანდიელმა Sky Sport-თან ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ოქროს ბურთის გამოკითხვაში შესაძლო მოგებაზეც ჰკითხა, რაზეც ვირჯილმა უპასუხა, რომ ამაზე არ ფიქრობს.

 

„მიხარია, რომ პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ვფიქრობ , ჯილდო დამსახურებულად მოვიგე. რაც შეეხება ოქროს ბურთს, ამაზე არ ვფიქრობ. დღეს მსოფლიოში ბევრი ფეხბურთლია, რომლებიც წლებია უმაღლეს დონეზე თამაშობენ და ვფიქრობ პრიზს რომელიმე  დაისაკუთრებს.

 

კმაყოფილი ვარ ჩემი ამჟამინდელი სათამაშო ფორმით და მიხარია, რომ ლივერპულის წარმატებაში წვლილი შემაქვს,“ -  თქვა ვან დეიკმა.